01 დეკ

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum 2021-2022"

ინფორმაცია „Stipendium Hungaricum 2021-2022" უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
27 ნოე

საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, IT-სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის დაწყებას აანონსებს
27 ნოე

ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ

გთავაზობთ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის განახლებულ წესს
26 ნოე

ონლაინ კონფერენცია-დისკუსია

თბილისის ღია უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ ინიციატივით ტარდება კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული და სამედიცინო ფაკულტეტების პროფესორები და სტუდენტები.
24 ნოე

გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი - სტაჟირება

ინფორმაცია  გაეროს  ბავშვთა და  ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების შესახებ საგრანტო პროსპექტორისა და კომუნიკაციების ასისტენტის პოზიციებზე
24 ნოე

ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა

ინფორმაცია  ინდოეთის  ჩანდიგარის უნივერსიტეტის ონლაინ სემესტრული სასწავლო პროგრამის შესახებ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10/20/2020 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალობებს).