04 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
26 ივლ

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან
22 ივლ

საზაფხულო სკოლა (ინდოეთი)

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (პუნა, ინდოეთი) (Gokhale Institute of Politics and Economics) აცხადებს 6-კვირიან საზაფხულო სკოლას „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამა“ (Data Driven Decision Making Program).
22 ივლ

Конференция WoS Цифровой век

Приглашаем к участию в международной конференции с размещением Статей в WoS «Цифровой век: традиции, современность, инновации», которая состоится 24-25 сентября
21 ივლ

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.
21 ივლ

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ალზაჰრას უნიევრსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის).
ყველა სიახლის ნახვა

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

07/06/2020

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები


2020 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი შესრულდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის დახურვის ცერემონიალი გამართეს, რომლის ფარგლებშიც სტუდენდტებსა და მოსწავლეებს შორს ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში, თამარ მეფის დარბაზში ჩატარდა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა თომას შრაპელმა.ციფრული საინფორმაციო კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ და მის ფარგლებში ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით 2020 წლის მაისში დაიწყო.
კონკურსების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოდნა გაეღრმავებინათ ონლაინ ლექციებით ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კარგი მმართველობა, განათლება და მობილობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული კომუნიკაცია. კონკურსზე ასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო კამპანიას სოციალურ ქსელში ორი ათასზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა.
სტუდენტური კონკურსების ფარგლებში შეირჩნენ სამი საუკეთესო ესსესა და ორი საუკეთესო კვლევითი პროექტის ავტორები, რომლებსაც კამპანიის დასკვნით ცერემონიაზე ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, ათი საუკეთესო ესსე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.aa.ge, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მართავს.
გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის დოქტორანტები: ზვიად მიხანაშვილი (ესსე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებით“, ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ბაღათურია), და ქეთევან კანდელაკი (ესსე „ჩემი თბილისის Smart მომავალი” -ხელმძღვანელი პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი).
გარდა ამისა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტმა თამარ ქურსუამ (ესსე - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით“, ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ბაღათურია) მიიღო მონაწილის სერტიფიკატი.
ვულოცავთ კონკურსში მონაწილეებს და გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.