04 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
26 ივლ

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან
22 ივლ

საზაფხულო სკოლა (ინდოეთი)

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (პუნა, ინდოეთი) (Gokhale Institute of Politics and Economics) აცხადებს 6-კვირიან საზაფხულო სკოლას „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამა“ (Data Driven Decision Making Program).
22 ივლ

Конференция WoS Цифровой век

Приглашаем к участию в международной конференции с размещением Статей в WoS «Цифровой век: традиции, современность, инновации», которая состоится 24-25 сентября
21 ივლ

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.
21 ივლ

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ალზაჰრას უნიევრსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის).
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ !

07/02/2020

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც შუალედური გამოცდები ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩააბარეს, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, შესაძლებლობა ეძლევათ 2020 წლის 6 ივლისიდან  11 ივლისის ჩათვლით ჩააბარონ შუალედური გამოცდები.

გთხოვთ, გაეცნოთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის შუალედური გამოცდების ცხრილს 

საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ცხრილებს და წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge ) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის შესაბამისი გამოცდა.  

გთხოვთ, 5 ივლისამდე, თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით, აუცილებლად შეხვიდეთ elearning.gtu.ge-ზე და testing.gtu.ge-ზე და გადაამოწმოთ ასახულია თუ არა ყველა სასწავლო კურსი, რომელიც მიმდინარე სემესტრში სასწავლო ხელშეკრულებით (პროგრამით) არის გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ინდივიდუალურ გვერდზე რომელიმე სასწავლო კურსი არ არის ასახული, ან ვერ ახერხებთ სისტემასთან წვდომას, ან სხვა პრობლემას აწყდებით, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ბმულს - ფორმა და შეავსეთ.   

სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდები ჩააბარონ ლექტორთან, ცხრილში მითითებულ დროსა და  აუდიტორიაში.

სტუდენტებს, რომლებიც ცხრილის მიხედვით, გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე testing.gtu.ge  და არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, შეუძლიათ ისარგებლონ სტუ-ის პირველი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული საგამოცდო ცენტრის კომპიუტერებით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია და შუალედური გამოცდების ცხრილი (ბმული) განთავსებულია:
საუნივერსიტეტო პლატფორმებზე: elearning.gtu.ge და testing.gtu.ge
სტუ-ის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge/

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის ჩატარებას საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.