06 ივლ

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები
02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
29 ივნ

დოკუმენტები საბაკალავრო ნაშრომების დასაცავად

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის მდივანთან წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
26 ივნ

ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მუშაობას შეუდგა  IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ელექტრონული პორტალის  „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით, ისე სააუდიტორიო სივრცეში.
25 ივნ

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების II კურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

06/05/2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის - თამთა თაბუკაშვილის ანგარიში

ERASMUS plus - Youth Into businesses
(ერასმუს პლუსი - ახალგაზრდები ბიზნესში)

ერასმუს  პლიუსის  ფარგლებში  2020 წლის 19-26 იანვარს, ვიმყოფებოდი რუმინეთის ქალაქ ტარგუჟიუში ფორუმზე “ახალგაზრდები ბიზნესში”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა და საქართველო.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილული იყო თემები თუ როგორ ვაწარმოოთ ბიზნესი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ამ საქმეში, როგორ განვავითაროთ და ჩამოვაყალიბოთ ახალი იდეები და როგორ უნდა გამოვიყენოთ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, განვიხილეთ ქვეყანაში არსებული განათლების რეფორმები, პირადად მე  მონაწილეებს გავაცანი ტექნიკური  უნივერსიტეტის სასწავლო კურსები, პერსპექტივები,  ახალგაზრდების ჩართულობა უნივერსიტეტის შიდა პროექტებში და მათი ღიაობა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე.

კულტურულ საღამოზე წარვადგინე საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი, ვისაუბრე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, რომელიც  ზრუნავს  ახალგაზრდების განვითარებაზე, ხელს უწყობს მათ მომზადებას და  ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირების“ ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის საკითხები.

ვფიქრობ, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო, რადგან მივიღე ახალი ცოდნა, გავიუმჯობესე პერსონალური უნარ-ჩვვები. საინტერესო იყო ასევე პრაქტიკული მეცადინოებები,  სადაც უშუალოდ ჩართული იყო ყველა მონაწილე. ფორუმში მონაწილეობის შედეგად მივიღე დიდი  გამოცდილება რასაც გამოვიყენებ ჩემი სადისერტაციო ნაშრომისათვის შემდგომი კვლევების წარმართვაში.