28 მაი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”
28 მაი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“
28 მაი

კონფერენცია "გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2020 წლის 26-27 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
20 მაი

I Международная научно-практическая интернет-конференция

Проходит прием материалов на участие в I Международной научно-практической интернет-конференции «WAYS OF SCIENCE DEVELOPMENT IN MODERN CRISIS CONDITIONS». Прием материалов до 29.05.2020. Отправка электронного сборника и электронного сертификата участника запланирована на 8.06.2020
19 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

შუასემესტრული საგამოცდო ნაშრომების გასწორების ვიდეოისტრუქცია

18 მაი

სტუდენტების საყურადღებოდ!

რეკომენდაციები შუასემესტრული გამოცდებისთვის
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო

03/24/2020 საქართველოში სასწავლო პროცესი, ნაცვლად 1 აპრილისა, 21 აპრილამდე გადაიდო - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ #181-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 23 მარტით არის დათარიღებული.

დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა ეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც. ამასთანავე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განხორციელონ დისტანციური სწავლების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). ასევე, 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).

გარდა ამისა, დადგენილებით, სასწავლო დაწესებულებებში იკრძალება ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, მასტერკლასები, ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები, გარდა დისტანციური ფორმისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge რომელიც ღიაა ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ამჟამად, საუნივერსიტეტო ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია გაიარა სტუდენტთა 60%-ზე მეტმა.

1 აპრილიდან ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს ელექტრონულ პლატფორმაზე ონლაინ სალექციო ჩართვებსაც შესთავაზებს. თითოეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობის მიღება, ანუ ერთდროულად ჩართვა შეეძლება 100-ზე მეტ სტუდენტს, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50 პარალელური ონლაინ სესიის წარმართვა ასეთივე დასწრებით.