05 აპრ

პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციების Zoom-ით ჩატარების განახლებულ ინსტრუქციას
05 აპრ

სტუდენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციებში Zoom-ით ჩართვის განახლებულ ინსტრუქციას
03 აპრ

სტუდენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონული სწავლების პორტალზე - elearning.gtu.ge
03 აპრ

აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

გთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონული სწავლების პორტალზე - elearning.gtu.ge
31 მარტ

კონფერენცია

2020 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
30 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შემოხაზე პირველ ნომრად და მიიღე სახელმწიფო გრანტი!
ყველა სიახლის ნახვა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

02/18/2020
 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა აღნიშნულ ქსელში მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები სტუ-ში გადაცემული უკაბელო ქსელთან აუტენტიფიკაციის პარამეტრებით მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო სივრცეში შეძლებენ Wi-Fi-ის ქსელით სარგებლობას. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცირამუა განმარტავს, eduroam-ის ქსელი კონფიდენციალობის დაცვის უახლესი სისტემითაა აღჭურვილი, მომხმარებელი კი ვალდებულია დაიცვას ქსელით სარგებლობის წესები და პროცედურები. ზაზა ცირამუას თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავად ისარგებლონ eduroam-ით, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე, უცხოეთის ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში. 

„eduroam-ი ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ეფექტურად იყენებს სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული მომხმარებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, eduroam-ის ქსელი ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსშია ხელმისაწვდომი. ქსელით სარგებლობისთვის უნიკალური პაროლისა და იუზერის აღება ჩვენს ნებისმიერ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქსელში აბსოლუტურად დაცულია პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. eduroam-ის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებსაც, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში სწავლობენ და იმ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც მობილობის წესით ჩვენს უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. ქსელში სამოძრაოდ მომხმარებელს თავისი უნიკალური მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები უნდა გააჩნდეს“, - აღნიშნა ზაზა ცირამუამ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც eduroam-ის ქსელის ფართოდ გამოყენება იგეგმება. აღნიშნულ სისტემაში გაწევრიანებისთვის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოში eduroam-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან (GRENA) ითანამშრომლა. 

eduroam-ი (Education Roaming) მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ერთიანი ქსელია,  რომელშიც თითქმის ყველა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ინსტიტუციაა ჩართული. ეს ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისია, რომელიც შექმნილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. eduroam-ის რუკა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://monitor.eduroam.org/map_service_loc.php