05 აპრ

პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციების Zoom-ით ჩატარების განახლებულ ინსტრუქციას
05 აპრ

სტუდენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციებში Zoom-ით ჩართვის განახლებულ ინსტრუქციას
03 აპრ

სტუდენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონული სწავლების პორტალზე - elearning.gtu.ge
03 აპრ

აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

გთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონული სწავლების პორტალზე - elearning.gtu.ge
31 მარტ

კონფერენცია

2020 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
30 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შემოხაზე პირველ ნომრად და მიიღე სახელმწიფო გრანტი!
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა მაგისტრანტებთან

02/17/2020

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტებთან

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტებთან ჩატარდა თემატური სემინარი: საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულება და გაფორმება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: თამარ ქაჯაია - ასისტენტ პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მანანა ბერუაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ფაკულტეტის დეკანატის მთავარი სპეციალისტი; თამარ ბეგდარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; შეხვედრას უძღვებოდა სამაგისრო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება“ ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხარხელაური.
მომხსენებლებმა მაგისტრანტებს გააცნეს სტუ-ის დებულება მაგისტრატურის შესახებ და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის გაფორმების ინსტრუქცია. ძირითადი აქცენტები გაკეთდა საკვალიფიკაციო ნაშრომის სტრუქტურაზე; შემადგენელ ნაწილებზე; გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგიის აღწერის აუცილებლობაზე; გამოყენებული ლიტერატურის ვალიდურობაზე, ციტირებისა და შესაბამისი ნუსხის ინსტრუქციით გაწერილ წესებზე.
თამარ ბეგდარაშვილმა მაგისტრანტებს გააცნო უნივერსიტეტში დანერგილი საკვალიფიკაციო და სამეცნიერო ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების წესი, რამაც სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სემინარის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.