26 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, მაგისტრატურის საგანმანეთლებლო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!
26 სექ

ახალი საინფორმაციო გვერდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელებს მათთვის განკუთვნილ ახალ საინფორმაციო გვერდზე -  studinfo.gtu.ge ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვა და საუკეთესო სურვილები დახვდებათ, რაც სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და ახალგაზრდებისთვის ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას უკავშირდება
23 სექ

გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას!

2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრი იწყება 28 სექტემბერს (დისტანციურად,პირველი ოქტომბრიდან გაგრძელდება არადისტანციურ რეჟიმში) და მოიცავს 19 კვირას.
22 სექ

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის - ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები - 2020 წლის 28 სექტემბრიდან, დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში დაიწყება
18 სექ

იუნესკოს განზრახულობა

გაცნობებთ,  რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 16 სექტემბერს შემოვიდა კორესპონდენცია (MES 6 20 0000846939), რომელიც შეეხება იუნესკოს განზრახულობას, მიიღოს მონაწილეობა ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში.
17 სექ

კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ეროვნული პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.
ყველა სიახლის ნახვა

პროექტების ანგარიში

01/13/2020

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიში


2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა.
ღონისძიება გახსნა ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ. მან ისაუბრა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე, კერძოდ, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფაზე, ახალი ინოვაციების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვასა და დაინტერესებაზე. ასევე, წარადგინა დასრულებული პროექტები და მათი ხელმძღვანელები.
აღნიშნული პროექტებია:
1. „ინტელექტისა და კრეატიულობის კავშირი მენეჯერულ საქმიანობაში“;

2. „სწავლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარების პერსპექტივები, შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“;

3. „საქართველოში მეღვინეობის კლასტერის ფორმირების თავისებურებები კონკურენტუნარიანობის პირობებში“;

4. „მოსწავლე-ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და რეალიზაციის მეთოდოლოგია“;

5. „ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სისტემის რეფორმირების პრობლემები საბაზრო ეკონომიკის პირობებში“.

შესაბამისად, მსმენელების წინაშე წარსდგნენ პრეზენტაციებით პროექტის ხელმძღვანელები და მონაწილეები. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევაზე, შედეგებსა და პერსპექტივებზე:
1. გუგული ყურაშვილი - ასოც. პროფესორი, დეკანის მოადგილე
2. ნინო ჩიკვილაძე - ასოც. პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
3. ევგენი ბარათაშვილი - პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
4. თამარ ბერიძე - პროფესორი
ნატალია ჭანტურია - ასოც. პროფესორი
5. ლევან გრიგალაშვილი - პროფესორი

შეხვედრა დასრულდა ფაკულტეტის დეკანისა და მენეჯერის ორგანიზებით გამართული საახალწლო მილოცვითა და ფურშეტით.