19 თებ

Mobility Week at GTU_Agenda

STA/STT Mobility Week at GTU, Tbilisi, 17-21 February, 2020
18 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
18 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
18 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა
17 თებ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

თიბისიში, IT კლიენტების მომსახურების განყოფილებაში ვეძებთ სტაჟიორებს
17 თებ

შეხვედრა მაგისტრანტებთან

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტებთან ჩატარდა თემატური სემინარი: საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულება და გაფორმება
ყველა სიახლის ნახვა

კვლევითი პროექტის ანგარიში

12/15/2019

ფაკულტეტზე განხორციელებული კვლევითი პროექტის ანგარიში

2019 წლის 12 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წინაშე წარმოდგენილ იქნა კვლევითი პროექტის - „ბიზნესის კვლევის მეთოდიკის დამუშავება და გამოყენება საკვალიფიკაციო ნაშრომებში“ - ფარგლებში გაწეული სამუშაოს ანგარიში.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფესორმა მ. ვანიშვილმა მოკლედ მიმოიხილა პროექტის მიზანი, განხორციელებული აქტივობები, მოსალოდნელი და მიღწეული შედეგი. ემპირიული კვლევების მნიშვნელობის გათვალისწინებით მომხსენებლებმა ასოც. პროფესორმა მ. ჭელიძემ და ასისტ. პროფესორმა ნ. ხიდირბეგიშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაციები „ემპირიული კვლევა გამოკითხვის მეთოდით“ და „ემპირიული ინფორმაციის შეგროვება პროგნოზირებით“.
პრეზენტაციებმა გამოიწვია დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი. აღინიშნა, რომ სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარებას და კვლევითი სამუშაოების ხარისხის ამაღლებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.