21 იან

მაგისტრატურის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწ. წლის  მაგისტრატურის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
20 იან

ბრძანება (15.01. 2020 # 3/11

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
20 იან

ბრძანება (15.01.2020 # 2/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
14 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
13 იან

პროექტების ანგარიში

2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა
10 იან

კონფერენციის შრომების კრებული

ხელისუფლება და საზოგადოება - 2019
XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა კონფერენცია

12/10/2019

სტუდენტთა კონფერენცია

2019 წლის 7-8 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული "ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის" ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC - 2019.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები - ანი ლაბაძე, ანა გამახარია, მარიამ გოგალაძე, სალომე ნეფარიძე, ეკატერინე ხეთაგური და მათი ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თამარ დევიძე.
პლენარულ სხდომაზე, კონფერენციის გახსნისა და მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის საბჭოს წევრებად აირჩიეს ანი ლაბაძე და ანა გამახარია.
ასოც. პროფ. თამარ დევიძე უკვე წლებია გახლავთ კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის წევრი, რომელმაც აღნიშნულ კონფერენციის გახსნაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სახელით მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და სტუდენტებს და გადასცა სუვენირები სტუ ნიშნით.
კონფერენცია ოთხ სექციად წარიმართა, სადაც საინტერესო მოხსენებებით გამოვიდა 46 სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ჩვენი სტუდენტები ანი ლაბაძე და ანა გამახარია თანათავმჯდომარეებად იყვნენ წარმოდგენილნი კონფერენციის სექციური მუშაობის დროს. მარიამ გოგალაძის, ანი ლაბაძის და ანა გამახარიას გამოსვლამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რაც კონფერენციის დამთავრების შემდეგ მეცნიერ-კონსულტანტთა შემაჯამებელ გამოსვლებშიც დადასტურდა.
ასოც. პროფ. თამარ დევიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციის მაღალი დონით ჩატარდა, მიმდინარეობდა საკმაოდ საინტერესოდ შემეცნებითი დისკუსია-დებატების ფონზე და დამსწრე საზოგადოებას, კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის სახელით - საქმიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
კონფერენცია დასრულდა კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიით მოწამეთა-გელათი.