21 იან

მაგისტრატურის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწ. წლის  მაგისტრატურის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
20 იან

ბრძანება (15.01. 2020 # 3/11

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
20 იან

ბრძანება (15.01.2020 # 2/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
14 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
13 იან

პროექტების ანგარიში

2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა
10 იან

კონფერენციის შრომების კრებული

ხელისუფლება და საზოგადოება - 2019
XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ყველა სიახლის ნახვა

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“

12/09/2019
 


      

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მეწარმეობის დღე" ჩატარდება

ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ს მეწარმეობის დღე“ მეორედ ჩატარდება.

ნებისმიერი სტუდენტს, კურსდამთავრებულს, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული ბრძანდებით ღონისძიების თემატიკით, გაქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეა, გინდათ მეტი გაიგოთ ინსპირირებული სამეწარმეო ცოდნის, ინოვაციების და ზოგადად ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ „სტუ-ს მეწარმეობის დღეს" და იყოთ მისი მონაწილე.

ღონისძიება ჩატარდება სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო კამპუსში, ერთი დღის განმავლობაში და ის ითვალისწინებს, სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს, ჯგუფურ სამუშაოებს და პრეზენტაციებს. ღონისძიებებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ასევე ღონისძიებაზე გაიგებთ მეტს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ სამომავლო გეგმების შესახებ.

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არია სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.   

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

ბიზნესტექბოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეგიძლიათ მობრძანდეთ ფაკულტეტზე, 711ა ოთახში.