04 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
26 ივლ

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან
22 ივლ

საზაფხულო სკოლა (ინდოეთი)

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (პუნა, ინდოეთი) (Gokhale Institute of Politics and Economics) აცხადებს 6-კვირიან საზაფხულო სკოლას „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამა“ (Data Driven Decision Making Program).
22 ივლ

Конференция WoS Цифровой век

Приглашаем к участию в международной конференции с размещением Статей в WoS «Цифровой век: традиции, современность, инновации», которая состоится 24-25 сентября
21 ივლ

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.
21 ივლ

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ალზაჰრას უნიევრსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის).
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

12/09/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის
ნინო ქავთარაძის საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების

ა ნ გ ა რ ი შ ი

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 22-24 ნოემბერს, საფრანგეთში, პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მეცნიერებების მოწინავე კვლევის მე–2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები (აშშ, პორტუგალია, მექსიკა, კოლუმბია, ინდონეზია და სხვა) კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი ვილფერტ–პორტალ ბლაიზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კონფერენციაზე, როგორც მომხსენებელმა წარვადგინე პრეზენტაცია თემით: ,,უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა საქართველოში– პრობლემები და გამოწვევები“ – Higher Education Financing System in Georgia - Problems and Future Challenges.
აღნიშნული კონფერენცია შეეხო დღეისათვის აქტუალურ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გლობალიზაცია– რეალობა თუ ილუზია, კულტურული მემკვიდრეობის ეკონომია, სოციალ–ეკონომიკური თანასწორობა და კეთილდღეობა მექსიკის ჩრდილოეთ საზღვარზე, განათლების ხარისხის გეოგრაფია ინდონეზიაში და სხვა.
აღნიშნულმა მოხსენებამ დაიმსახურა დიდი მოწონება, ყველა მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატი, სტატიები კი გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
კონფერენციის პროგრამის შესაბამისად განხორციელდა სექციური მუშაობა, აგრეთვე ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერება, რამაც კონფერენციის მონაწილეებს მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით საფრანგეთის კულტურას და ტრადიციებს. საინტერესო შემოთავაზებები იქნა მიღებული სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე. კონფერენციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ კონფერენციის საქართველოში გამართვის თაობაზე.

ნ. ქავთარაძე