14 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
13 იან

პროექტების ანგარიში

2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა
10 იან

კონფერენციის შრომების კრებული

ხელისუფლება და საზოგადოება - 2019
XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

30 დეკ

ჩათვლები ბაფის სერტიფიცირების პროგრამაზე

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, სასერტიფიკაციო პროგრამის დისციპლინების (საგნების) აღიარბას, კომპეტენციის საბაზო დონეზე, ბაფი ახორციელებს.
30 დეკ

დოქტორანტის გამოსვლა მეთოდურ სემინარზე

2019 წლის 27 დეკემბერს,  საჯარო მმართველობის დოქტორანტმა ქეთევან კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე - „მათემატიკური მეთოდების გამოყენება ჰუმანიტარულ კვლევებში“.
30 დეკ

"მეწარმეობის დღე"

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მასპინძლობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მეწარმეობის დღე" ჩატარდა
ყველა სიახლის ნახვა

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი

12/03/2019

ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა“
მოსწავლეების მეორე ნაკადი გადაამზადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.

წლევანდელ საშემოდგომო მიღებაზე ერთთვიანი ექსპრესკურსის - „რა არის ბიზნესი“ - მსმენელი საქართველოს სხვადასხვა სკოლის 70-მა მოსწავლე იყო. მეორე ნაკადის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. ექსპრესკურსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მინერალოგიის მუზეუმი მოინახულეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პოტენციურ სტუდენტებს ბიზნესის საფუძვლები შეასწავლოს. როგორც დეკანი განმარტავს, სალექციო კურსი, რომელსაც სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები უძღვებიან, მომავალ სტუდენტებს პროფესიის უკეთ დაუფლებაში დაეხმარება.

„ჩვენი პროექტი ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. როდესაც მოსწავლეთა პირველი ნაკადი გადავამზადეთ, შედეგებით კმაყოფილი დავრჩით, როგორც ჩვენ - ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები - ასევე, პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტი გაგვეგრძელებინა. სამწუხაროდ, მოსწავლეები ისე ხდებიან სტუდენტები, წარმოდგენაც არ აქვთ ბიზნესზე. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, სკოლის მოსწავლეებს მომავალ პროფესიაზე ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენი ექსპრესკურსი ერთთვიანია და ამ ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეებს ამომწურავი პასუხი გავეცით შეკითხვებზე: რა არის ბიზნესი, ეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, რა არის ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, რას ნიშნავს ლიდერობა და რას მოიცავს ბიზნესეტიკეტი“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

პროექტის მონაწილის, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ანა ბარამაშვილის თქმით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ სალექციო კურსი ბიზნესის შესახებ ზოგადი განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

„რამდენადაც ვიცი, მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება დიდი იყო. ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ჩემმა სკოლამ მომაწოდა. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგებისა და ლექციების გავლის შედეგად, კარგი ზოგადი განათლება მივიღეთ ბიზნესის შესახებ. უკვე ვიცი, რომ ბიზნესი არ არის საქმე, რომელსაც უბრალოდ თვალი უნდა გადაავლო. კურსი ყველამ წარმატებით გავიარეთ და კმაყოფილი ვართ მიღებული ცოდნით. მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ლექტორებს, რომლებმაც ამდენი დრო დაგვითმეს, ამდენი ენერგია დახარჯეს და სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცეს ცოდნა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ანა ბარამაშვილმა.

მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა გიორგი გარსევანიშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მისი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ინფორმაცია შემთხვევით შეიტყო.

„მაშინვე დავინტერესდი ცენტრის ექსპრესკურსით, რადგან ყურადღება მთლიანად ბიზნესზე იყო გამახვილებული. ყველა ლექცია, მენეჯმენტისა თუ მარკეტინგის მიმართულებით, ინტერაქტიური, ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამომავლოდ ძალიან გამომადგება“, - აღნიშნა გიორგი გარსევანიშვილმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიკვილაძე განმარტავს, საგანმანათლებლო სივრცეში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

„უმოკლეს დროში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. სალექციო კურსები ციკლურია და მისი ჩატარება ყოველი სასწავლო წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. ცენტრს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ მიქელაშვილი ხელმძღვანელობს. მოსწავლეების მხრიდან უკვე გამოიკვეთა სურვილი, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი მონაწილე ჰყავდეს, ასევე სალექციო კურსიც გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც გვყავს. სამომავლოდ, გასვლით ლექციებს ვგეგმავთ, მათ შორის რეგიონებშიც. ამას გარდა, მოსწავლეებისთვის ვაპირებთ ექსკურსიების ჩატარებას ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მუზეუმების მონახულებით“, - განაცხადა ნინო ჩიკვილაძემ.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მისი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა. პროგრამას, რომელიც სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათისაა, სრულად აფინანსებს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესების ზრდის პარალელურად, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრისთვის“ სამიზნე ჯგუფების მობილიზება საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება. ამას გარდა, შემუშავების პროცესშია სალექციო კურსების ელექტრონული ვერსიები.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
03.12.2019






თემასთან დაკავშირებული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ბმულები:

  1. http://progressnews.ge/teqnikuri-universitetis-akhalgazrda-metsarmetha-tsentrma-mostsavleebis-meore-nakadi-gadaamzada/
  2. https://www.interpressnews.ge/ka/article/575616-teknikuri-universitetis-axalgazrda-mecarmeta-centrma-moscavleebis-meore-nakadi-gadaamzada?fbclid=IwAR3MVgzRm7GCLQ6Vm05BdPY9sM7D2G3C9aSy-jkBHVaNkNeWXrYYbfmAk08
  3. http://kvira.ge/522429?fbclid=IwAR1AvJJJooXCXNWGbhkv5UPjzyPI0Ngc5379HcrzwC_KbjVK7JhZPwB9k_o
  4. http://ghn.ge/news/236374-teknikuri-universitetis-akhalgazrda-metsarmeta-tsentrma-mostsavleebis-meore-nakadi-gadaamzada?fbclid=IwAR3w8neibeGjgWG3MVyZrIhytPfkxOe2rMFN-fd_XjidDtPwMwkma2Lwe28
  5. http://medianews.ge/ge/teqnikuri-universitetis-akhalgazrda-metsarmeta-tsentrma-mostsavleebis-meore-nakadi-gadaamzada/64460?fbclid=IwAR3o7ZHZYWuZVFdWYLz87BsvXKJRjjjY9k-iFh3R9vbHjyCpTw3-3fyY1lM
  6. http://pia.ge/post/296014-teqnikuri-universitetis-axalgazrda-mewarmeta-centrma-moswavleebis-meore-nakadi-gadaamzada?fbclid=IwAR3o7ZHZYWuZVFdWYLz87BsvXKJRjjjY9k-iFh3R9vbHjyCpTw3-3fyY1lM
  7. http://digest.pia.ge/post/296016-teqnikuri-universitetis-axalgazrda-mewarmeta-centrma-moswavleebis-meore-nakadi-gadaamzada?fbclid=IwAR1__4mTS6_ABQTgzgxfcSNnjKzWXk6G5GyGOH68zfHnuYOch_EhkrI2YCg
  8. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/27989-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E2%80%9E%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E2%80%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR2En9m9VI5y3uqusW-OM5JogMy0Du-MroMIKBqfWtScVbtqbmawo-Cv-Kw