26 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, მაგისტრატურის საგანმანეთლებლო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!
26 სექ

ახალი საინფორმაციო გვერდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელებს მათთვის განკუთვნილ ახალ საინფორმაციო გვერდზე -  studinfo.gtu.ge ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვა და საუკეთესო სურვილები დახვდებათ, რაც სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და ახალგაზრდებისთვის ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას უკავშირდება
23 სექ

გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას!

2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრი იწყება 28 სექტემბერს (დისტანციურად,პირველი ოქტომბრიდან გაგრძელდება არადისტანციურ რეჟიმში) და მოიცავს 19 კვირას.
22 სექ

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის - ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები - 2020 წლის 28 სექტემბრიდან, დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში დაიწყება
18 სექ

იუნესკოს განზრახულობა

გაცნობებთ,  რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 16 სექტემბერს შემოვიდა კორესპონდენცია (MES 6 20 0000846939), რომელიც შეეხება იუნესკოს განზრახულობას, მიიღოს მონაწილეობა ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში.
17 სექ

კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ეროვნული პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

11/28/2019

                             

 სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში

(მომავლის ლიდერებისთვის)

 ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტი   სტუდენტებს  სთავაზობს  4/5 დღიან  ვიზიტს  ევროპარლამენტის სტრუქტურებში და ინსტიტუციებში:

  •  პირდაპირი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და წამყვან დეპუტატებთან

  •  შეხვედრები TOP პარტიის ლიდერებთან ,

                  o   EPP -  ევროპის სახალხო პარტია

                  o   SND - სოციალ-დემოკრატების პარტია

                  o   ALDE -ლიბერალ-დემოკრატების პარტია

                  o   GREEN - მწვანეთა პარტია 

  •  ინდივიდუალური პროფილის და ინტერესების მიხედვით შეხვედრები

  •  მონაწილის პროფილის შექმნა ევროპარლამენტის ბაზაზე

  •  დაკვირვება თუ  როგორ მუშაობს ევროპარლამენტის ინსტანციები, სტრუქტურები და ურთიერთობა  ევროპარლამენტის უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეებთან  შენთვის საინტერესო საკითხებზე;

  •  შეხვედრები რეგიონალურ კომისიებში;

  •  პერსონალური კოორდინატორი, ექსკურსია ბრიუსელში

  •  ყველაზე კრეატიულ ახალგაზრდებს  Google Office-ში ვიზიტის  შემდეგ ექნება განმეორებით მოწვევის და თანამშრომლობის შესაძლებლობა , ევროპაში მთავარ შტაბ-ბინაში, სადაც საკუთარი თვალით იხილავენ მუშაობის პროცესს,  ადგილზე შექმნიან თავიანთ პროფილს Google –ის ბაზაზე

  •  გაიცემა ევროპარლამენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი

  •  ექნებათ პირდაპირი მოწვევა ევროპარლამენტიდან

  •  ასევე, გაიცემა ევროპარლამენტის ინდივიდუალური საშვები, რითაც შეეძლებათ დასწრება  სესიებზე. საშვები  მონაწილეებს საკუთრებაში  რჩებათ ვიზიტების შემდეგ.

  •  შეხვდებიან „ევროპული ალიანსი საქართველოსვთის“ ხელმძღვანელობას, რომელიც არის ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაცია.

  •  ევროპარლამენტარიუმში ვიზიტი - მუზეუმი

 

პროექტი ფარავს შემდეგი სახის ხარჯებს :

სასწავლო ვიზიტებს ევროპარლამენტში, შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, Google-ის ევროპის სათაო ოფისში (Headquarter) ვიზიტს, სესიებზე დასწრებას,   პროგრამით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაზე უფასოდ დასწრებას, საშვების და სერტიფიკატების ხარჯებს, ექსკურსიის ხარჯებს, სასტუმროს, დილის საუზმეს, წინამოსამზადებელ ტრენინგებს, ევროპარლამენტარიუმში ვიზიტს. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის სრული საფასურია  350 ევრო.

პროექტის ხარჯები არ ფარავს : ფრენისა და აეროპორტშ ტრანსფერის ხარჯებს.

მსურველებს, გთხოვთ მიმართოთ ბიზნესტექნოლოგიების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.