09 დეკ

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“

ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ს მეწარმეობის დღე“ მეორედ ჩატარდება
09 დეკ

მივლინების ანგარიში

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ქავთარაძის საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
04 დეკ

პრაქტიკული ტრენინგ კურსი

12 დეკემბერს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მსმენელებისთვის კომპანია INFINATI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგ კურსს - "ERP სისტემები და მათი გამოყენება".
03 დეკ

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.
02 დეკ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

29 ნოემბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
28 ნოე

დავეხმაროთ ძეგვის ბავშვთა სახლს

Preview  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას
ყველა სიახლის ნახვა

საგანმანათლებლო ტური კახეთში

11/14/2019

საგანმანათლებლო ტური კახეთში

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „სასტუმრო მომსახურება“ - სწავლების პირველი და მეორე წლის სტუდენტებისთვის ჩატარდა (ფაკულტეტის დაფინანსებით) საგანმანათლებლო ტური კახეთის რეგიონში.
სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ესტუმრნენ კაჭრეთის „ამბასადორს“, სადაც დაესწრნენ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარებულ საინფორმაციო ხასიათის სემინარს, კაჭრეთის სასტუმროს ამჟამინდელი ბიზნეს ფუნქციონირებისა და მომავალი გეგმების შესახებ. სასტუმროს ადმინისტრაციამ მათ უმასპინძლა, გამოუყო სპეციალური თანამშრომელი - გაყიდვების მენეჯერი და სასტუმროს ტერიტორიის დასათვალიერებლად სამი ელექტრომობილი. დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი, ცხენების თავლა, ტირი (სადაც სტუდენტებმა თავიანთი პირველი გასროლა განახორციელეს!).
ტური გაგრძელდა ბოდბეში წმ. გიორგისა და წმ. ნინოს ეკლესიების მონახულებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტრაპეზით, ასევე რეგიონული გაზეთის რედაქტორთან ძალზე საინტერესო-საგანმანათლებლო საუბრით წმ. ნინოს ცხოვრების შესახებ.
შემდეგ იყო სიყვარულის ქალაქის - სიღნაღის მონახულება, შეხვედრა და გაცნობა უამრავ ადგილობრივ მოსახლესთან. მათგან აღსანიშნავია ბ-ნი ლექსო ელაშვილი, რომელმაც ჯგუფს ზღვა მასალა მიაწოდა ქ. სიღნაღის, ასევე ფიროსმანისა და „აქტრისა მარგარიტას“ სიყვარულის ისტორიის შესახებ, დააჭაშნიკებინა თავისი არაჩვეულებრივი ღვინო „უბატონო“.
ბოლოს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ტურისტების მოსაზიდად გამართულ კონცერტში.