04 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
26 ივლ

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან
22 ივლ

საზაფხულო სკოლა (ინდოეთი)

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (პუნა, ინდოეთი) (Gokhale Institute of Politics and Economics) აცხადებს 6-კვირიან საზაფხულო სკოლას „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამა“ (Data Driven Decision Making Program).
22 ივლ

Конференция WoS Цифровой век

Приглашаем к участию в международной конференции с размещением Статей в WoS «Цифровой век: традиции, современность, инновации», которая состоится 24-25 сентября
21 ივლ

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი აცხადებს უცხოელ სტუდენტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.
21 ივლ

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ალზაჰრას უნიევრსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის).
ყველა სიახლის ნახვა

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

11/13/2019

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის თებერვალში ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს. აღნიშნული შეჯიბრი უკვე მეორედ ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და უმაღლესი სასწავლებლების თანაორგანიზებით. პროექტის ფარგლებში, შეჯიბრი ჩატარდება ორ რაუნდად, სადაც მეორე რაუნდში, ფინალურ ღონისძიებაზე წარსდგება მხოლოდ ხუთი ფინალისტი უნივერსიტეტი. სტუდენტთა გუნდებს თითოეულ რაუნდში წინასწარ გადაეცემა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ქეისი და ორი კვირა მიეცემათ, რათა გადაწყვიტონ ქეისში მოცემული პრობლემები.
მეორე რაუნდს შეაფასებენ საქართველოში მოღვაწე უმაღლესი რგოლის მენეჯერები და მთავრობის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდებს კი ფულად პრიზებს (2000-დან 8000 ლარამდე) გადასცემენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.
დაჯილდოების ცერემონია დასრულდება ფურშეტით, სადაც სტუდენტებს სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან პირადად გასაუბრების საშუალება მიეცემათ.
გთხოვთ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, 30 ნოემბრამდე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში (სტუ-ს მეექვსე კორპუსი, მეშვიდე სართული, 707ა აუდიტორია) შეავსოთ შესაბამისი განაცხადი.

სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური