20 იან

ბრძანება (15.01. 2020 # 3/11

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
20 იან

ბრძანება (15.01.2020 # 2/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
14 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
13 იან

პროექტების ანგარიში

2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა
10 იან

კონფერენციის შრომების კრებული

ხელისუფლება და საზოგადოება - 2019
XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

30 დეკ

ჩათვლები ბაფის სერტიფიცირების პროგრამაზე

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, სასერტიფიკაციო პროგრამის დისციპლინების (საგნების) აღიარბას, კომპეტენციის საბაზო დონეზე, ბაფი ახორციელებს.
ყველა სიახლის ნახვა

თემატური შეხვედრა

11/07/2019

თემატური შეხვედრა

საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით

2019 წლის 5 ნოემბერს საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა თემატური შეხვედრა  საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების საკითხებზე.

 საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება  სახელმწიფოსა და ეკლესიას, როგორც ურთიერთგამიჯნულ სუბიექტებს შორის კორპორაციული ურთიერთობების  რეგულირების გამო შექმნილი დოკუმენტია.

 ამ აქტის იმპლიმენტაციის პროცესში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების პრობლემეზე, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა მარიამ ცაცანაშვილმა.

გაიმართა დისპუტი სტუდენტების მიერ წამოჭრილ საკითხებზე:

რა სამართლებრივი და იდეოლოგიური საფუძვლები აქვს კონსტიტუციურ შეთანხმებას;

როგორია განათლების სფეროში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ფორმები (რელიგიის სწავლების პრობლემები);

  რა პრობლემები შეიქმნა კონსტიტუციური შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში;

-   ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ორმხრივი ინტერესების მქონე საზოგადოებრივ საკითხებზე თანამშრომლობის განვითარების რა ტენდენციები არსებობს და როგორია რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტიები.