21 იან

მაგისტრატურის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწ. წლის  მაგისტრატურის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
20 იან

ბრძანება (15.01. 2020 # 3/11

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
20 იან

ბრძანება (15.01.2020 # 2/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
14 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  დასკვნითი გამოცდების ცხრილი
13 იან

პროექტების ანგარიში

2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა
10 იან

კონფერენციის შრომების კრებული

ხელისუფლება და საზოგადოება - 2019
XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/02/2019

სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში

2019 წლის 19-23 ოქტომბერს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ნინო ჩაჩავასთან ერთად, მიწვეულები ვიყავით პანონიის უნივერსიტეტში, უნგრეთის ქალაქ ვესპრემში. ჩვენი მასპინძელი იყო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგვი და უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორია ცუპონი.
ვიზიტის დროს დაგეგმილი ლექციის: "უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო პროექტებში და ECOMODE პროექტის მნიშვნელობა ტურიზმისა და საგანმანათლებლო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარებაში" ფარგლებში პანონიის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს გავაცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი როლი საერთაშორისო პროექტებში. ვისაუბრეთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მიზნებსა და ამოცანებზე, ფაკულტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. გაფორმდა მემორანდუმი ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. საერთო ინტერესების გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა ერთბლივი კვლევითი პროექტები და სამუშაოები; ასევე დაიგეგმა აკადემიური პერსონალისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების გაცვლა საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების კუთხით; ჩვენი უნივერსიტეტების ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთო-კვლევითი ინტერესებისათვის ორივე მხარე შევთანხმდით უზრუნველვყოთ საზაფხულო სკოლების მოწყობა, ერთბლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება, თანამშრომლობა ისეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, როგორებიცაა სასერტიფიკატო კურსები, კონფერენციები, სიმპოზიუმები.
23 ოქტომბერი - უნგრეთის ეროვნული დღესასწაულის დღე მთელი რიგი ღონისძიებებით აღინიშნა.