02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
29 ივნ

დოკუმენტები საბაკალავრო ნაშრომების დასაცავად

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის მდივანთან წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
26 ივნ

ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მუშაობას შეუდგა  IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ელექტრონული პორტალის  „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით, ისე სააუდიტორიო სივრცეში.
25 ივნ

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების II კურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
23 ივნ

კონფერენციის „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეთა საყურადღებოდ!
კონფერენცია გაიმართება 26 ივნისს, 11 საათზე. იმუშავებს 5 სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პორტალით - “Zoom”-ის სისტემის გამოყენებით ან მობრძანდეთ უნივერსიტეტში.
“Zoom”-ის მისამართი და აუდიტორიის ნომერი მითითებულია სექციების მიხედვით.
ყველა სიახლის ნახვა

პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია

10/28/2019

საჯარო ლექციების ციკლი - პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა, 2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია თემაზე – "სახმელეთო გადაზიდვების მომავალი გერმანიაში“.
პროფ. ჰაუზერმა მიმოიხილა სხვადასხვა ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების (განსაკუთრენით სარკინიგზო ტრანსპორტის) გამოყენების შესაძლებლობები, რათა მაქსიმალურად განიტვირთოს გერმანიის სახმელეთო გადაზიდვების ბაზარი.
პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან ასევე აღნიშნა, რომ ლოგისტიკური სერვისის განმახორციელებელმა საწარმოებმა თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი სერვისის გაუმჯობესება.
მან აგრეთვე სტუდენტებს გააცნო გერმანიის ავტობანების დატვირთვა და არსებული გადასახადები ტვირთების გადაზიდვის კუთხით.
ლექციის ბოლოს, პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან განიხილა პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ოპტიმალურად გადაზიდვა ლოგისტიკაში ევროპის ერთი ქალაქიდან მეორეში, კომბინირებული ტრანსპორტის გამოყენებით.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექცია მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე, სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა ასისტენტ-პროფესორი ბესარიონ შერაზადაშვილი ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს პროფ. ჰაუზერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.