09 ივლ

ონლაინ შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან

მზადდება ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „საერთაშორისო მენეჯმენტი“
08 ივლ

სტუდენტებისთვის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
08 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში"

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები
02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორ გოტჰარდ შტაინერის ლექცია

10/25/2019

საჯარო ლექციების ციკლი - დოქტორ გოტჰარდ შტაინერის ლექცია

2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე (აუდიტორია 710ა), გერმანელმა იურისტმა მიუნხენიდან, დოქტორმა გოტჰარდ შტაინერმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „ქონების მართვის აქტუალური პრობლემები გერმანიაში“.
დოქტორმა შტაინერმა აღნიშნა, რომ ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები გერმანიაში პრიორიტეტულია. ისაუბრა კონკრეტულ საკითხებზე: ფასების განმსაზღვრელი ფაქტორების, ქირის გადასახადების შესახებ და ზოგადად საბინაო ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავება – პოლიტიკის, საზოგადოებისა და უძრავი ქონების განვითარების პერსპექტივივებიდან გამომდინარე.
დოქტორმა შტაინერმა სტუდენტებს მიაწოდა აქტუალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიაში ახალი სახლების მშენებლობისას არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, კერძოდ: ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში არის სამშენებლო მიწის ნაკლებობა; ამასთანავე, მარეგულირებლების სამშენებლო რეგულაციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამშენებლო ხარჯები; ამას ემატება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექცია მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე, სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა ასისტენტ-პროფესორი ბესარიონ შერაზადაშვილი და დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს დოქტორმა შტაინერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.