08 ივლ

სტუდენტებისთვის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
08 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში"

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები
02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
29 ივნ

დოკუმენტები საბაკალავრო ნაშრომების დასაცავად

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის მდივანთან წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

10/18/2019

მივლინების ანგარიში


2019 წლის 19-20 სექტემბერს მაიამიში (ფლორიდა, აშშ-ში) ჩატარდა მე-4-ე საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა მიძღვნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიისა და კვების საკითხებისადმი, თემაზე: „ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მომავალი გამოწვევები“, სადაც სხვა მეცნიერებთან ერთდ მიწვეული იყვნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ასოცირებულ პროფესორს მანანა ვასაძეს მიღებული ჰქონდა სამეცნიერო კომიტეტის შეთავაზება მონაწილეობა მიეღო კონგრესში, როგორც სპიკერს თემაზე: „გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. პრეზენტაცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. პრაქტიკულად ეს იყო საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის გაცნობა გასტრონომიული კუთხით.
პრეზენტაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც გამოიხატა იმ სამადლობელ წერილში, რომელიც კონგრესის აღმასრულებელმა კომეტეტმა გამოუგზავნა რექტორს ბ-ნ არჩილ ფრანგიშვილსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქ-ნ რუსუდან ქუთათელაძეს კონგრესის მიმდინარეობის მეორე დღესვე.
დაიგეგმა მომავალი მე-5 კონგრესი ტურიზმის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 17-18 სექტემბერს ვან კუვერში, კანადა. აღნიშნულ სამეცნიერო ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მონაწილეთა სიაშია.


ქალბატონო რუსუდან,

იმედია კარგად ბრძანდებით.

სამეცნიერო ფედერაციის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და დოქტორ მანანა ვასაძეს იმ მხარდაჭერისა და წვლილისთვის, რომელიც შეიტანეთ მე-4 მსოფლიო კონგრესისა და გამოფენის მუშაობაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კვების და ეპიდემიოლოგიის“ 2019 წლის 19-20 სექტემბერს მაიამიში, აშშ.
აღნიშნული ღონისძიება წარმატებული ვერ იქნებოდა თქვენნაირი ადამიანების ერთგულების და შრომისმოყვარეობის გარეშე.

მოხარული ვართ, რომ ღონისძიება ძალზე პროდუქტიული გამოდგა, რადგან მაიამიში შეიკრიბა ძლიერი მეცნიერთა გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ თქვენი წარმომადგენლის - სპიკერის გამოსვლით აღნიშნულ ღონისძიებაზე მაიამიში, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შეძლო ღირებული აზრების და შეხედულებების ხატოვნად გადმოცემა და საერთაშორისო სამეცნიერო აუდიტორიისთვის გაზიარება.
სიამოვნებით გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კვების კონგრესის ფარგლებში.
იმედი მაქვს, რომ თქვენ და დოქტორი მანანა მონაწილეობას მიიღებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კვების კონგრესში, რომელიც ჩატარდება ვანკუვერში, კანადა, 2020 წლის 17-18 სექტემბერს. ასევე ველით თქვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარებს, რათა გაგვიზიარონ თავიანთი კვლევითი მუშაოების შედეგები. მიგვაჩნია, რომ ეს შესანიშნავი პლატფორმა იქნება ახალგაზრდა მკვლევარებისთვის მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს ცნობილ სპიკერებთან ერთად.

თქვენი დასწრება მომავალ ღონისძიებაზე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

გიგზავნით რამოდენიმე ფოტოს კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ, რომელშიც ასახულია მსოფლიოს წამყვანი მედიატორების პრეზენტაციის მომენტები.

ველით თქვენ გამოხმაურებას.

პატივისცემით,
მარი ენდრიუ | პროგრამის მენეჯერი | საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კვება 2019

Dear Mr.Kutateladze Rusudan
Hope this email finds you well
On behalf of Scientific Federation we would like to thank you and Dr.Manana Vasadze for your support and contribution of time to the 4th world congress and Expo on Public health, Nutrition & epidemiology on September 19-20, 2019 in Miami, USA.
This event could not have been success without the dedication and hard work of people like you.
We are Happy to report that People from different countries came to gather, spent their time together as a team very productive.
To say we are thrilled to see our speaker’s presence at Miami, USA. Expressing their views, valuable words and suggestions.
It's my pleasure to extend a relationship with you for Public health & Nutrition congress, Hope we will definitely have you and Dr.Manana’s presence at Next series of Public health & Nutrition Congress at Vancouver, Canada on September 17, 18-2020 and this time we are also expecting Young researchers from your university to share their research work and we believe this would be a great platform for young researchers to Learn and share their thoughts with Eminent speakers across world.
Your presence made us very meaningful & happy.
we would like to share some of our few conference moments with you, Find few snapshots of leading lights over the world who glorified the stage.
Expecting Reply from you Soon.

Regards
Marie Andrew | Program Manager | Public health & Nutrition 2019