21 თებ

საფაკულტეტო კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრების შედეგები

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა  დროებითი საფაკულტეტო კომისიასთან გასაუბრების შედეგები
19 თებ

Mobility Week at GTU_Agenda

STA/STT Mobility Week at GTU, Tbilisi, 17-21 February, 2020
18 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
18 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
18 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა
17 თებ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

თიბისიში, IT კლიენტების მომსახურების განყოფილებაში ვეძებთ სტაჟიორებს
ყველა სიახლის ნახვა

საჯარო ლექცია

10/07/2019

09 ოქტომბერს, 14:00 საათზე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება".
დასწრება თავისუფალია.
ლექციის მოდერატორი /ისტორიკოსი, მკვლევარი/ - ლევან ჟვანია.
აღსანიშნავია, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ქართველი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე). ვანლერ დაისელი ცნობილი ლიტერატურული ორდენის „სომნამბულების“ დამფუძნებელია. ის თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.
დაისელი იყო ერთ-ერთი პირველი შემოქმედი, რომელიც დაუპირისპირდა ბოლშევიკურ რეჟიმს. მან 1922 წელს, 19 წლისამ დაწერა შემდეგი სიტყვები: „ისეთი ჩაგვრა და დამცირება, როგორიც დღეს აქვს ქართველ ერს, ისტორიის არცერთ მონაკვეთში არ ჰქონია..“
მხოლოდ 1922-1925 წლებში სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატიური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. ვანლერ დაისელი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა.
1932 წელს ქრება პოეტის კვალი. სავარაუდოდ, ის გადასახლებაში მოკლეს, როგორც ბოლშევიკური მთავრობის აქტიური მოწინააღმდეგე.