28 მაი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”
28 მაი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“
28 მაი

კონფერენცია "გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2020 წლის 26-27 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
20 მაი

I Международная научно-практическая интернет-конференция

Проходит прием материалов на участие в I Международной научно-практической интернет-конференции «WAYS OF SCIENCE DEVELOPMENT IN MODERN CRISIS CONDITIONS». Прием материалов до 29.05.2020. Отправка электронного сборника и электронного сертификата участника запланирована на 8.06.2020
19 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

შუასემესტრული საგამოცდო ნაშრომების გასწორების ვიდეოისტრუქცია

18 მაი

სტუდენტების საყურადღებოდ!

რეკომენდაციები შუასემესტრული გამოცდებისთვის
ყველა სიახლის ნახვა

სტაჟირების ანგარიში

09/24/2019

სტაჟირების ანგარიში

ევროპის ღვინისა და ვაზის კულტურული მარშრუტების პროგრამის ITER VITIS-ის პარტნიორობით „ბიზნესტექნოლოგიებისა“ და „აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ ფაკულტეტებისა და „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ ინიციატივით 2019 წლის 22-23 ივნისს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „ღვინო როგორც სოაციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“. კონფერენციის 7 საუკეთესო სტუდენტი სამბუკა-დი-სიცილიაში (იტალია). ერთკვირიანი სტაჟირებით დაჯილდოვდა. ევროპული მხარე უზრუნველყოფს ღვინის კომპანიებში ვორკშოპებსა და დანიშნულების ადგილზე განთავსებას, მგზავრობის დასაფინანსებლად კონფერენციის პარტნიორებს მივმართეთ. „მეღვინეობა ხარებამ“ სტუ-თან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 3 სტუდენტის ავიაფრენა დააფინანსა, გაფრენამდე სტუდენტები ესტუმრნენ კომპანიის სათავო ოფისს, მადლობა გადაუხადეს კომპანიის მენეჯმენტს და მარკეტინგის სამსახურის უფროსს, ბატონ ვლადიმერ ციმაკურიძეს.
9 სექტემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ ზაალიშვილი და ჟანა ანტონიანი იტალიაში გაემგზავრნენ. პალერმოს აეროორტში გოგონებს ორგანიზაციის წარმომადგენელი დახვდა და " Domus Iter Vitis“-ში განათავსა.
ერთი კვირის განმავლობაში ჟანა და მარიამი სიცილიის სტუმრობდნენ ღვინის კომპანიებს: "Planeta Winery" - სიცილიის ყველაზე მასშტაბური ღვინის კომპანია, "Feudo Arancio" - იტალიური ღვინის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი მსოფლიო მასშტაბით; "Di Giovanna" - განუმეორებელი გემოს ღვინოების მწარმოებლი კომპანია, რომლის ვენახები მაღალმთიან ტერიტორიაზე განთავსებული. გოგონებმა დიდი გამოცდილება მიიღეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში; გაერკვნენ ზემოაღნიშნული ღვინის კომპანიების მენეჯმენტსა და მარკეტინგში. სტუდენტებმა მოინახულეს ტერიტორია Magon-ი, რომელიც ღვინისა და ვაზის კულტურულ მარშრუტში - "The Phoenicians' Route" - არის ჩართული; ეს მარშრუტი აერთიანებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მევენახეობა-მეღვინეობის კულტურებს.
აღსანინავია, რომ პროგრამის ფარგლებში მარიამმა და ჟანამ მასპინძლებს ქართული მეღვინეობის ტრადიციები გააცნეს; ასევე, ესაუბრნენ კომპანიაზე „ხარება", დაახასიათეს მისი ღვინოები და მიღწევები მსოფლიო ბაზარზე.
სტაჟირებას კულტურული ღონისძიებებიც ავსებდა: სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის ეწყობოდა კულტურული ღონისძიებებიც.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გოგონები 16 სექტემბერს სოფიო ჭაბაშვილმა („აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ ფაკულტეტი) ჩაანაცვლა, ხოლო კიდევ ერთი მონაწილე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუტეტის სტუდენტი ზურაბ აბრამიშვილი დღეს ეწვია სიცილიას.
30 სექტემბრიდან პროგრამაში ჩაერთვებიან „აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ ფაკულტეტის სტუდენტები: ანზორ ალაშვილი და ეროსი ბალავაძე, რომელთა ფრენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმართველობამ დააფინანსა
კონფერენციის კიდევ ერთი გამარჯვებული - გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო საჩალელი მოგვიანებით ეწვევა სიცილიას.
ღონისძიება სათანადოდ შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა მადლობის წერილი გააგზავნა ევროპის კულტურული მარშრუტების სათაო ოფისში, ლუქსემბურგში; სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსმა თეონა ჯაყელმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ITER VITIS -ის პროექტის მენეჯერს ემანუელა პანკეს.
ვიმედოვნებთ, რომ მოცემული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ევროპასთან; ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა! „მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“