13 დეკ

პრეზენტაცია გარდაბნის სკოლაში

საინფორმაციო შეხვედრა გარდაბნის # 1 საჯარო სკოლაში XI-XII კლასის მოსწავლეებთან
12 დეკ

საქსტატის განვითარების სტრატეგია

2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქსტატმა, წარადგინა ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგია, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს
10 დეკ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველკურსელმა, ნიკა ჩიტიშვილმა, 2019 წლის 8 დეკემბერს, თბილისში გამართულ უშუ სანდას საქართველოს ჩემპიონატზე მერვედ გახდა საქართველოს ჩემპიონი 70-75 კგ წონით კატეგორიაში.
10 დეკ

სტუდენტთა კონფერენცია

2019 წლის 7-8 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC - 2019
09 დეკ

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“

ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ს მეწარმეობის დღე“ მეორედ ჩატარდება
09 დეკ

მივლინების ანგარიში

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ქავთარაძის საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა

ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

09/18/2019

ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“. რა ძირითადი ცვლილებები/გაუმჯობესება იქნება აუცილებელი უმაღლეს განათლებაში, იმისთვის რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ითამაშონ საკუთარი ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში; რა უნდა იყოს სამომავლო ძირითადი პრიორიტეტები? ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის რომის 2020 წლის მინისტერიალზე. ბუქარესტის შეხვედრაზე შემოთავაზებული პრიორიტეტები დაჯგუფდა შვიდ ზოგად თემად, რომლებიცაა: უმაღლესი განათლების სოციალური როლი; ჩართულობა უმაღლეს განათლებაში; ინოვაციური, მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა; დიგიტალიზაცია; ინტერნაციონალიზაცია და მობილობა; მმართველობა და ავტონომია.
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურმა, მოწვეულმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა იმსჯელა, თუ რა ძირითადი ცვლილებები იქნება აუცილებელი უმაღლეს განათლებაში, იმისათვის, რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში. ვფიქრიბთ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისობის მიზნით, ჩვენი უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია: 1. უმაღლესი განათლების სოციალური როლი, ინოვაციური, 2. მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება, 3. მმართველობა და ავტონომია, რომლებზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის რომის 2020 წლის მინისტერიალზე.