09 დეკ

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“

ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ს მეწარმეობის დღე“ მეორედ ჩატარდება
09 დეკ

მივლინების ანგარიში

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ქავთარაძის საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
04 დეკ

პრაქტიკული ტრენინგ კურსი

12 დეკემბერს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მსმენელებისთვის კომპანია INFINATI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგ კურსს - "ERP სისტემები და მათი გამოყენება".
03 დეკ

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.
02 დეკ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

29 ნოემბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
28 ნოე

დავეხმაროთ ძეგვის ბავშვთა სახლს

Preview  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას
ყველა სიახლის ნახვა

გილოცავთ სტუდენტობას!

09/02/2019

გილოცავთ სტუდენტობას!

გისურვებთ შემოქმედებით წინსვლას, ნაყოფიერი ყოფილიყოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედი. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მზადაა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფ ადაპტირებაში:
• 2019-2020 ს.წ. I სემესტრი იწყება 23 სექტემბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან 15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულა 30, მინიმალური - 7,5), მე-17 კვირა - პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარება და/ან მზადება დასკვნითი გამოცდისათვის, სამი კვირა სესიებისთვის (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10). დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 22,5 (მიმდინარე აქტივობის 15, შუასემესტრული -7,5) ქულის მოგროვება. თითოეულ სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასება (მაქსიმალური 30, მინიმალური - 15);
• წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;
• მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფაკულტეტზე დაწესებულია 3 სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას (100 ლარი თვეში - ერთი სემესტრის განმავლობაში);
• დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;
• სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;
• სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;
• წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;
• სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;
• უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;
• სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ საინტერესო სტუდენტურ სერვისებს _ მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;
• ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;
• უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;
• სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ _ მიღწეული შედეგების გაცნობა;
• ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;
• პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;
• სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!