09 დეკ

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“

ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ს მეწარმეობის დღე“ მეორედ ჩატარდება
09 დეკ

მივლინების ანგარიში

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ქავთარაძის საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
04 დეკ

პრაქტიკული ტრენინგ კურსი

12 დეკემბერს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მსმენელებისთვის კომპანია INFINATI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგ კურსს - "ERP სისტემები და მათი გამოყენება".
03 დეკ

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.
02 დეკ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

29 ნოემბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
28 ნოე

დავეხმაროთ ძეგვის ბავშვთა სახლს

Preview  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას
ყველა სიახლის ნახვა

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

08/27/2019

2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან გარე მობილობის შესახებ

სსიპ-საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000 საათიდან 1600 საათამდე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი; ოთახი N350);

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი, მაგისტრანტმა - წინა             
    საფეხურის დიპლომის ასლი;
5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის
    შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები
6. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).


  • მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
  • მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე ადმინისტრაციული და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის, მინიმუმ 1/2-ის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • საბუთები მიიღება პირადად განმცხადებელისგან, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისაგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.