04 დეკ

პრაქტიკული ტრენინგ კურსი

12 დეკემბერს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მსმენელებისთვის კომპანია INFINATI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგ კურსს - "ERP სისტემები და მათი გამოყენება".
03 დეკ

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.
02 დეკ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

29 ნოემბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
28 ნოე

დავეხმაროთ ძეგვის ბავშვთა სახლს

Preview  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას
28 ნოე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში.  ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტი   სტუდენტებს  სთავაზობს  4/5 დღიან  ვიზიტს  ევროპარლამენტის სტრუქტურებში და ინსტიტუციებში
28 ნოე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობენ დროებით საახალწლო დასაქმებას კარგი ანაზღაურებით
ყველა სიახლის ნახვა

2019/2020 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღება

08/16/2019

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №01-05-04/184 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2019 წლის 7 აგვისტოს №01-09-10/189 ბრძანების თანახმად:
• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2019 წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა შესაბამის ფაკულტეტებზე 1000 საათიდან 1600საათამდე (დანართი 1);
• გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 16 სექტემბერს 1000 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში (სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ. 68, I სართული). საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 17 სექტემბრის 9¬00საათიდან 19 სექტემბრის 1600 საათამდე, მათი განხილვა - 20 სექტემბერს 900 საათიდან. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 20 სექტემბერს 1100საათზე;
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბერს 1130 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს 20 სექტემბერს.
• საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 20 სექტემბრის 1600 საათიდან 23 სექტემბრის 1200 საათამდე ფაკულტეტებზე. მათი განხილვა – 23 სექტემბერს 1200 საათიდან. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 23 სექტემბერს;
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2019 წლის 23 სექტემბერს.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ - ორ ეგზემპლარად):
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის დიპლომი და მისი ასლი, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
3. პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CD დისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
6.  განცხადება
საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული განცხადება რეგისტრაციისათვის დანარჩენ საბუთებთან ერთად ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დანართი 1 საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტებზე:


დანართი 2 სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით