23 თებ

შეხვედრა ტიმიშორას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2020 წლის 19 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Poletechnica University Timisoara) წარმომადგენლები, „ერასმუს + „ გაცვლითი პროექტის ფარგლებში.
21 თებ

საფაკულტეტო კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრების შედეგები

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა  დროებითი საფაკულტეტო კომისიასთან გასაუბრების შედეგები
19 თებ

Mobility Week at GTU_Agenda

STA/STT Mobility Week at GTU, Tbilisi, 17-21 February, 2020
18 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
18 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
18 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

08/01/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს,
ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს

ქალბატონო რუსუდან,
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 9-15 მაისს ფაკულტეტის დაფინანსებით ვიმყოფებოდი ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც როგორც თქვენდამი ქვემდებარე ფაკულტეტის საჯარო მართვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში გამართულ ევროპული კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე ე.წ. საგნობრივ დისკუსიებში და უნივერსიტეტის პროფესორ (რომელიც იმავდროულად სტუ-ს საპატიო დოქტორია), ვილჰელმ ჰაუზერთან ერთად ვმონაწილეობდი კვლევაში, რომელიც უშუალო კავშირშია ჩემს სადოქტორო თემასთან (კვლევის პროცესი მოიცავს რამოდენიმე თვეს და გაგრძელდება დისტანციური სწავლების მეთოდით). აღნიშნულის დასადასტურებლად დანართების სახით გირდგენთ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ცნობის ასლს, გერმანულ და ქართულ ენებზე და ფოტო მასალას (დანართი 7 გვერდზე).


პატივისცემითა და მადლიერებით,
ლაშა გორგაძე