26 თებ

გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პირველკურსელი მაგისტრანტის, გიორგი მამულაშვილის პროექტი გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.
23 თებ

შეხვედრა ტიმიშორას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2020 წლის 19 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Poletechnica University Timisoara) წარმომადგენლები, „ერასმუს + „ გაცვლითი პროექტის ფარგლებში.
21 თებ

საფაკულტეტო კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრების შედეგები

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა  დროებითი საფაკულტეტო კომისიასთან გასაუბრების შედეგები
19 თებ

Mobility Week at GTU_Agenda

STA/STT Mobility Week at GTU, Tbilisi, 17-21 February, 2020
18 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
18 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

07/12/2019

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:
ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას.
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 100 ლარით თვეში სასწავლო სემესტრის შედეგების მიხედვით.

  • სახელობითი სტიპენდია შეიძლება მოიპოვოს ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა, რომელსაც 
- სასწავლო სემესტრის განმავლობაში ყველა სასწავლო კურსში აქვს A შეფასება;
- მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციაში/ებში ან გამოქვეყნებული აქვს სტატია/ები სამეცნიერო ჟურნალში;
- ერთნაირი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს სტუდენტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის/ფაკულტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში (სპორტულ, კულტურულ და ა. შ).

• გადაწყვეტილებას სტიპენდიის დანიშვნის შესახებ იღებს ფაკულტეტის საბჭო;
• სტუდენტს უფლება აქვს ერთი სემესტრის განმავლობაში მოიპოვოს მხოლოდ ერთი სახელობითი სტიპენდია;

  • სახელობითი სტიპენდია გაიცემა ერთი სემესტრის განმავლობაში (5 კალენდარული თვე), წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით;

განაცხადებები მიიღება 9- 20 სექტემბრამდე 711ა ოთახში