26 თებ

გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პირველკურსელი მაგისტრანტის, გიორგი მამულაშვილის პროექტი გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.
23 თებ

შეხვედრა ტიმიშორას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2020 წლის 19 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Poletechnica University Timisoara) წარმომადგენლები, „ერასმუს + „ გაცვლითი პროექტის ფარგლებში.
21 თებ

საფაკულტეტო კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრების შედეგები

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა  დროებითი საფაკულტეტო კომისიასთან გასაუბრების შედეგები
19 თებ

Mobility Week at GTU_Agenda

STA/STT Mobility Week at GTU, Tbilisi, 17-21 February, 2020
18 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
18 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

07/12/2019

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის პროექტში “ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმარმასპინძლობაში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).
პროექტის წარმომადგენლები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ფაილოძე და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჩაჩავა შეხვდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის იმ პროფესორ - მასწავლებლებს, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.
მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საერთაშორისო პროექტის “ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმარმასპინძ¬ლო¬ბა¬ში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” შინაარსი - მიზნები, ამოცანები და ყველა ის აქტივობები, რომელიც სამუშაო პროცესში არის გათვალისწინებული.
დამსწრე საზოგადოების მიერ აღინიშნა დიდი დაინტერესება პროექტის მიმდინარეობაზე. გაიმართა აქტიური პოლემიკა პროექტის საკვლევ ობიექტებთან დაკავშირებით - იყო დასმული რიგი შეკითხვებისა, გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება პროექტის საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით, იყო სხვადასხვა წინადადება პროექტში დასმულ ამოცანებს, გადასაწყვეტ პრობლემებსა და მისაღებ შედეგებთან დაკავშირებით.
აღნიშნული კომენტარები და შემოთავაზებები ყურადღებით იქნა მოსმენილი, გაზიარებული და ჩანიშნული პროექტის მონაწილეების მიერ.
დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა სურვილი პერიოდული მოსმენებისა პროექტის მსვლელობის შესახებ და უფრო აქტიური ჩართულობისა პროექტის პროდუქტის მომზადების პროცესში. პროექტის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის და დაგეგმეს მომავალი შეხვედრები ცალკეულ ექსპერტებსა და გაერთანებულ აუდიტორიასთან.