13 თებ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტის წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გოგა გელიტაშვილი შერჩევის პროცედურების წარმატებით გავლის შედეგად მიღებულ იქნა სტაჟიორად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
12 თებ

სპეციალური სტიპენდია !

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით აცხადებს სტიპენდიას გამორჩეული საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის (CEU Executive MBA)
12 თებ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ფაკულტეტზე დაწესებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ნიკო ნიკოლაძის სახელობის, აკაკი ხოშტარიას სახელობის და დავით სარაჯიშვილის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით
10 თებ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის და სემესტრის დამატების ვადები დასრულდება 2020 წლის 12 თებერვალს! გთხოვთ მობრძანდეთ სასწრაფოდ დეკანატში
05 თებ

საჯარო სამსახურის ბიურო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

საჯარო სამსახურის ბიურო  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს იწყებს
04 თებ

წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2020 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" I ეტაპის განხორციელებას იწყებს
ყველა სიახლის ნახვა

პროგრამები ქართული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციისათვის

06/30/2019

პროგრამები ქართული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციისათვის

DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა 2019 წლის 27 ივნისს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია წარადგინა სასტუმრო Ambassadori-ში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ფარგლებში აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, შეხვედრა ხელს შეუწყობს აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განვითარებას, სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის მობილობას, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას.
DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ინდივიდუალური სტიპენდიების გარდა, რომელსაც ის გამორჩეული სტუდენტების, კურსდამთვარებულებისა და მეცნიერებისთვის გასცემს, სტრატეგიულ მიზნად ისახავს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საუნივერსიტეტო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, მობილობისა და დიალოგის გზით ხელი შეუწყოს კვლევისა და სწავლების დონის ამაღლებას.
უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ყოველწლიურად 100-მდე სასტიპენდიო პროგრამაზე აცხადებს კონკურსს. DAAD - ის მიერ პარტნიორული პროგრამების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს, ამგვარი პროექტების ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 41,840 უცხოელი დაფინანსდა, ინდივიდუალური სტიპენდია კი 16,973 უცხოელმა მეცნიერმა და სტუდენტმა მიიღო.