09 ივლ

ონლაინ შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან

მზადდება ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „საერთაშორისო მენეჯმენტი“
08 ივლ

სტუდენტებისთვის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
08 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში"

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები
02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები

06/12/2019

2019 წლის 8 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ჩატარდა შეხვედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებთან, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
წლის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „საბანკო სწავლების ცენტრს“ შორის გაფორებული ხელშკრულების საფუძველზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს და აითვისეს შესაბამისი პრაქტიკის კურსები: „საბანკო საცალო პროდუქტების პოზიციონირება და გაყიდვა“და „მსესხებლის შეფასება, სესხის გაცემის კრიტერიუმები და სასესხო პროდუქტების ადმინისტრირება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიკვილაძე, დეპარტამენტის პროფესორები რატი ბურდიაშვილი, გიორგი ცაავა, ალეკო ქუთათელაძე და სხვები.
სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა ფაკულტეტის დეკანმა, უსურვა მათ წარმატებები და აღნიშნა, რომ ეს ინოვაცია - პრაქტიკის გავლა სერთიფიცირებით ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების დასაქმებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.