04 ივნ

ჩვენი პროფესორის წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი რატი ბურდიაშვილი საქართველოს ჩემპიონია სპორტულ ბრიჯში!
02 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
02 ივნ

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო - ეს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო
01 ივნ

ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი არ შეუჩერდებათ

01 ივნ

ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პანდემიის პირობებში, უმოკლეს პერიოდში შეძლო სასწავლო პროცესი ელექტრონულ ფორმატში გადაეტანა.
28 მაი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”
ყველა სიახლის ნახვა

"სისხლის ბანკი"-ის აქცია

06/09/2019

მოგესალმებით თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკიდან.
გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს აქციაში - "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"-ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად,რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში პერიოდულად შექმნილი სისხლის დეფიციტი.
სურვილის შემთხვევაში(დონორის ასაკი 18-დან 65 წლამდე) ჩვენივე ექიმები გეწვევიან ადგილზე, უკუჩვენებების გამორიცხვის მიზნით გამოკითხვის და არტერიული წნევის გაზომვის შემდეგ მოხდება სისხლის აღება (მინიმალური დოზა-200 მლ) და გაკეთდება ასევე უფასოდ ანალიზები ინფექციებზე (შიდსი,ბ და ც ჰეპატიტი,სიფილისი);დადგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი.
მზად ვართ გეწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს,დაგვჭირდება მხოლოდ ოთახი და მაგიდა 3-4 სკამით.
უკუჩვენებების ზოგადი ჩამონათვალი:
არ უნდა იწონიდეთ 50 კგ-ზე ნაკლებს;
არ უნდა გქონდეს ბახუსის სინდრომი;
ბოლო 1 წლის განმავლობაში ოპერაცია არ უნდა გქონდეთ ჩატარებული;
სტომატოლოგთან ვიზიტი ბოლო 1 თვის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ განხორციელებული;
შაქრიანი დიაბეტი არ უნდა გაწუხებდეთ;
დაგვიკავშირდით -
პატივისცემით
შპს "სისხლის ბანკი"-ს პროექტების მართვის მენეჯერი -
ნატალია ცანავა - 599808015"