05 ივნ

სახელმწიფო სტიპენდიანტთა სია ფაკულტეტების მიხედვით

სტუ-ის ბაკალავრიატის წარჩინებულ  სტუდენტებს -სახელმწიფო სტიპენდიანტებს, რომლებსაც 2020 წლის მარტიდან პირველ აგვისტომდე, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარი გადაეცემათ, იხილეთ სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის ბრძანება
05 ივნ

მივლინების ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის - თამთა თაბუკაშვილის ანგარიში
04 ივნ

ჩვენი პროფესორის წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი რატი ბურდიაშვილი საქართველოს ჩემპიონია სპორტულ ბრიჯში!
02 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
02 ივნ

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო - ეს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო
01 ივნ

ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი არ შეუჩერდებათ

ყველა სიახლის ნახვა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი -2019

04/22/2019

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი -2019

24 აპრილს 12.00 საათზე, საქართველოს ტექნოპარკში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის ფარგლებში გაიმართება დარგთაშორისი კვლევების სემინარი

„ინოვაციები, სახელმწიფო, ბიზნესი, საზოგადოება“

ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები არიან:

  • საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი;
  • სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი;
  • თსუ - რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი;
  • სტუ - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

მოსმენილი იქნება სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სტუ-ის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტთა მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები:
  • ლევან სისვაძე - სპეციალური ეკონომიკური ზონები და კონფლიქტის ზონის რაიონების ეკონომიკური პოტენციალი;
  • ქეთევან ცაცანაშვილი -კერძო და საჯარო პარტნიორობა - ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის პროცესში

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საბუნებისმეტყველო დარგის ინსტიტუტების წარმომადგენლები, საჯარო მმართველობის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის სპეციალობის პროფესორები, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები, საქართველოს პარლამენტის წევრები და აფხაზეთის ავტომიური რესპულიკის მთავრობის წევრები