ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტუშას უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი)









ტუშას უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ტუშა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.03.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 24 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 მარტამდე.

ტუშას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ტუშას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე წლის 23-27 მაისს, ტუშას უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულზე (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით დარჩენილია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშას უნივერსიტეტში).

 

სიახლეებში დაბრუნება