ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 22 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 თებერვლამდე.
 
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები და სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საინფორმაციო გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ტრეინინგის მიზნით მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მობილობა განსაზღვრულია 79 დღით, 2022 წლის აპრილიდან და ითვალისწინებს თეზისზე მუშაობას. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: ბიზნესი და ადმინისტრირება, გეოდეზია, მექანიკა და ლითონის დამუშავება).

 

სიახლეებში დაბრუნება