ალკალის უნივერსიტეტი - ონლაინ სალექციო კურსი სტუმარი ლექტორებისთვის









ესპანეთის ალკალის უნივერსიტეტის (University of Alcalá - UAH) ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი (ალკალა დე ჰენარესი, ესპანეთი) აცხადებს კონკურსს სტუმარი ლექტორებისთვის ონლაინ სალექცო კურსის წასაკითხად. შერჩეული ლექტორები ალკალის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს  წაუკითხავენ ლექციებს 13 დეკემბრის ჩათვლით, ესპანეთის დროით 14:00-იდან 16:00 საათამდე. სალექციო კურსი უნდა მოიცავდეს ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს. 

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, CV და წასაკითხი სალექციო კურსის აბსტრაქტი უნდა გაგზავნონ მისამართზე: economicas.ori@uah.es. (თემის ველში მიუთითეთ: GAF 2021
Guest Lecturer).

საკონტაქტო პირი:
იოლანდა ლაზარო გარზონი (Yolanda Lázaro Garzón)
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი
ელ.ფოსტა: yolanda.lazarog@uah.es

 

სიახლეებში დაბრუნება