რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა „მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ამაჩქარებელი ტექნოლოგიების ბალტიის სკოლა 2020“

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (რიგა, ლიტვა) სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას „მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ამაჩქარებელი ტექნოლოგიების ბალტიის სკოლა 2020“ (Baltic School of High-Energy Physics and Accelerator Technologies 2020).

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2020 წლის 10-14 აგვისტოს, ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსებულ Ronīši კომპლექსში.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია ცერნის ბალტიის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის 8 ინსტიტუციისგან შემდგარ საერთაშორისო კოლაბორაციას.

ინტენსიური სასწავლო კურსის თემატიკა იქნება მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების) ფიზიკასთან დაკავშირებული  საკითხები.

საზაფხულო სკოლის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ ცნობილი ფიზიკოსები:
  • პროფ. ჯონათან ელისი (Jonathan Ellis) (ლონდოის სამეფო კოლეჯი, ინგლისი)
  • პროფ. იური დოკშიცერი (Yuri Dokshitzer) (სორბონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი)
  • პროფ. მატეო კაჩიარი (Matteo Cacciari) (პარიზის უნივერსიტეტი, საფრანგეთი)
  • პროფ. მაურიციო  ვრეტენარი (Maurizio Vretenar) (ცერნი, შვეიცარია)
საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება