ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა- 2020/2021 სასწავლო წელი

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამის (The Lane Kirkland Scholarship Program) ფარგლებში ცხადდება კონკურსი 2020/2021 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.

სფეროები:
• ეკონომიკა და მენეჯმენტი
• ადმინისტრაცია / მენეჯმენტი (მაგ. ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა,განათლება)
• სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია)
• პოლიტოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები
• გარემოს დაცვა
• უსაფრთხოების საკითხები
• კრიზისების მართვა
• განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

სტიპენდია მოიცავს დაფინანსებას ყოველთვიურად 1600 პოლონური ზლოტის ოდენობით. გარდა ამისა, სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვლევითი მასალების, პოლონური ენის სასწავლო კურსის, ერთი მიმართულებით მგზავრობისა და სხვა ხარჯებს.

სააპლიკაციო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება