ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის სასტიპენდიო პროგრამა - 2020/2021 სასწავლო წელი

ვისეგრადის საერთაშორისო ფონდი (International Visegrad Fund) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამებს, 2020-2021 აკადემიური წლისათვის.

სტიპენდიათა პროგრამების ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა/კვლევები გააგრძელონ ვისეგრადის ჯგუფის ქვეყნებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი).

კანდიდატებს, რომელთა უნივერსიტეტიც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან ინსტიტუტიდან 1,500 კილომეტრზე მეტით იქნება დაშორებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამგზავრო გრანტი.

სასწავლო პერიოდი 1-4  სემესტრია მაგისტრატურის ან 1-2 სემესტრი სადოქტორო დონის სწავლებისთვის.

დაფინანსების ოდენობაა 2,500 ევრო სემესტრში.

სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი, 2020.

სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება