გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის ჩანდიგარის უნივერსიტეტში

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას სტუდენტებისთვის, 2020/2021 აკადემიური წლისათვის.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული სტუდენტი ინდოეთის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს 1 ან 2 სემესტრით. 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ თავინთი CV; სარეკომენდაციო წერილი; ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება); ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 2020 წლის 28 თებერვლამდე, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში მიმდინარე წლის 8 მაისამდე (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221).

ზემოაღნიშნული პროგრამის, სასწავლო კურსებისა და ზოგადად, ჩანდიგარის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


სიახლეებში დაბრუნება