ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებლის ასისტენტის პროგრამა

ბრიტანეთის საბჭო აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის მასწავლებლის ასისტენტის პროგრამაში ჩასართავად.

შერჩეული ახალგაზრდები განთავსდებიან სხვადასხვა სასწავლო ცენრებში, რათა დახემარონ მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს 7-11 წლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობაში. ასისტენტის როლი მოიცავს დახმარების გაწევას საქმიანობასა და მონიტორინგში, მონაწილეობის წახალისებაში და სწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაში.

მასწავლებლის ასისტენტს მოეთხოვება ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.

პროგრამაში მონაწილეთათვის განსაზღვრულია საათობრივი ანაზღაურება, გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა არის კარგი შანსი ბრიტანეთის საბჭოში კარიერული წინსვლის შესაძლებლობისთვის.

პროგრამაში მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ელ-ფოსტაზე Office@ge.britishcouncil.org, 2020 წლის 7 იანვრამდე:

- CV 
- სამოტივაციო წერილი (150 სიტყვა)

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას ინგლისურ ენაში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება