პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Beijing Institute of Technology - BIT) (პეკინი, ჩინეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს BIT სტიპენდიების პროგრამებს 2020-2021 აკადემიური წლისათვის:
1.
სრული აკადემიური პროგრამები. 3 სტიპენდია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. უცხოელი სტუდენტებისთვის პროგრამა სრულად ფარავს ყველა ხარჯს;
2.
გაცვლითი პროგრამები. სტიპენდია სრულად დააფინანსებს 5 ნებისმიერი საფეხურის სტუდენტის (ბაკალარიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლის საფასურს და კამპუსში საცხოვრებელ ხარჯებს, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში;
3.
BIT საერთაშორისო საზაფხულო პროგრამები. მოიცავს 4 პროგრამას: ინტელექტუალური მანქანები და ელექტრო მანქანები; დიდ მონაცემთა ანალიზი 5G სისტემის მიმოხილვა - ძირითადი ტექნოლოგიები და პროგრამები; ჩინური ენა და კულტურა. საზაფხულო პროგრამები 2020 წლის 5 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაიმართება.
სტიპენდიების პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება