გაცვლითი პროგრამა ჩონბუკის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ჩონბუკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Chonbuk National University - CBNU) (კორეის რესპუბლიკა) უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამას.

მნიშნველოვანი თარიღები:
1. ნომინაციების და აპლიკაციის შევსების დაწყება: 1 ოქტომბერი, 2019
2. ნომინაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი, 2019
3. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2019

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ აპლიკაცია და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

1. შევსებული აპლიკაციის ფორმა
2. შევსებული საკუთარი თავის დახასიათება
3. შევსებული სასწავლო გეგმა
4. სერტიფიკატი უნივერსიტეტიდან
5. აკადემიური წყაროს რეკომენდაცია
6. ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან
7. პასპორტის სკანირებული ვერსია
8. ID ფოტო (უკანა ფონი უნდა იყოს თეთრი)

გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ხილვა, აპლიკაციის შევსება და საჭირო ფაილების ატვირთვა შესაძლებელია ბმულზე.

ჩონბუკის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება