ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ალიკანტეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება