პროექტი HERD - სეზონური სკოლა Research and Development ილიაუნიში

03/12/2020 2020 წლის 3-6 თებერვალს, Erasmus+ HERD (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units) პრექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტში დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სეზონური სკოლა Research and Development. 

სეზონურ სკოლაში მონაწილეობდა 12 ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საფრანგეთის ნიცის კოტ-დაზურისა (Université Côte d'Azur) და კლერმონ-ოვერჟინის უნივერსიტეტების (Clermont Auvergne University) 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

4 ინტენსიური დღის განმავლობაში გერმანელმა კოლეგებმა დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:

03.02.2020 - ძირითადი ინფორმაცია ვორკშოპის შესახებ, status quo-ს და ინდივიდუალური მიზნების გამოკვეთა
04.02.2020 - პროექტის იდეიდან საპროექტო წინადადებამდე: წარმატებული პროექტის განმაპირობებელი წინაპირობები და პარამეტრები
05.02.2020 - პროექტი Horizon2020: საფუძვლები და სტრატეგიები
06.02.2020 - კვლევის მხარდასაჭერი ერთეულის განვითარებისთვის აუცილებელი ძირითადი პირობები, სტრუქტურა, ამოცანები და სტრატეგიები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტიდან, სეზონურ სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძემ (საერთაშორისო ურთიერთოიბებისა და სტანდარტების სამსახური) და პროფ. ზაზა ცირამუამ (კომპიუტერული მართვის ქსელის ცენტრი).

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება