პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - “დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის გამარჯვებული გამოვლინდა

05/28/2020 28 მაისს, ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტის „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსი შემაჯამებელი ონლაინღონისძიება ჩატარდა, სადაც დასახელდა გამარჯვებული იდეა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა იდეამ „Contacting Agro-Cam“, რომლის ავტორები არიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, სალომე ნეფარიძე და ეკატერინე ხეთაგური.
 გამარჯვებულებს 500 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდო გადაეცემათ და ისინი გააგრძელებენ მონაწილეობას „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ კონკურსში საქართველოს მასშტაბით.

ასევე, ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, კონკურსში მონაწილე 18 გუნდიდან გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა. ეს იდეები და მათი ავტორები საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.

10 ტოპ იდეა სტუ-ში:

1. Smart Air Monitoring Display System
2. ''Miniatures''
3. Smart Lamps
4. Little Grower;
5. Multifunctional ''Delta pen''
6. Contacting Agro Camp
7. SmartWear
8. Greenline
9. ''Tablet soap''
10. Ecar support

კონკურსი იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ინგლისის კილის უნივერსიტეტის პარტნიორობით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ხორციელდება კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით და ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

სიახლეებში დაბრუნება