EURAXESS - სამუშაო შეხვედრა რუსთაველის ფონდში

01/08/2020 10 იანვარს, 13:00 საათზე, რუსთაველის ფონდში (მერაბ ალექსიძის #1, მე-3 სართული) გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხება რუსთაველის ფონდის ინიციატივას, დაიწყოს EURAXESS ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციის სერვისების განვითარება პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით.

მათთვის, ვინც აღნიშნულ დღეს ვერ მოახერხებს დასწრებას, იმავე შინაარსის შეხვედრა გაიმართება 13 იანვარს, 13:00 საათზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთაველის ფონდში  გაიმართება სამუშაო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამების მქონე უნივერსიტეტების  და კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება EURAXESS - საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე EURAXESS პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი.

შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ საკუთარი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობა.


სიახლეებში დაბრუნება