EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთში

12/04/2019
EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთში25 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში.

EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთში25-29 ნოემბერს SupAgro მონპელიეს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრები EMaVE პროექტის (ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში) კონსორციუმის მონაწილე მხარეებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მიღწეულიყო შეთახმება კონსორციუმის ერთ-ერთ მხარესთან - SupAgro მონპელიესთან - ორმაგი დიპლომების სამაგისტრო პროგრამების დაწყებასთან დაკავშირებით და ახლო მომავალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წევრობა პროექტის კონსორციუმში. აღნიშნულ პერიოდში უნივერსიტეტში ტარდებოდა კონსორციუმის გეგმიური შეხვედრა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება.  SupAgro მონპელიეს ინიციატივით, პროფ. ქვარცხავა შეხვდა და ესაუბრა კონსორციუმის წარმომადგენლებს (უდინეს უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი, INRA).

EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთშიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შეხვდა SupAgro მონპელიეს სტუდენტებსაც. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა სურვილი, ერთი სემესტრი სტუ-ში გააგრძელოს სწავლა.

EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთშიდასკნით სხდომაზე პროფ. ქვარცხავამ გააკეთა მოხსენება სტუ-ს შესახებ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქართველმა პროფესორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და საბოლოოდ, მოხდა შეთანხმება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს მუშაობას SupAgro მონპელიესთან ხელშეკრულების დეტალებზე, ხოლო კონსორციუმის სხვა წარმომადგენლები დააკვირდებიან ან ინდივიდუალურად იმუშავებენ სტუ-სთან (გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი), რისი შედეგებიც ეცნობება სხვა მონაწილეებს შემდგომ შეხვედრებზე, რაც საბოლოოდ გახდება სტუ-ს EMaVE პროექტში გაწევრიანების საშუალება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ფრანგული მხარე მზადაა მიიწვიოს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრები, დოქტორანტები ან მკვლევრები სამუშაოების ნაწილის მონპელიეში ჩასატარებლად.

EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთშისაფრანგეთში სამუშაო ვიზიტის მეორე ნაწილი მიზნად ისახავდა საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავებას. საფრანგეთს სტუმრობდა საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო მინისტრის, ბატონ დავით ზალკანიანის ხელმძღვანელობით. საფრანგეთის მხარეს, სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენდა მინისტრი, ბატონი ჟან ივ ლე დრიანი. 
სამუშაო შეხვედრა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში, 2 დეკემბერს გაიმართა (პარიზი). შემდეგ მუშაობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდა. განათლებისა და კულტურის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლები (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სტუ) შეხვდნენ საფრანგეთის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში, ყველაზე ხელშესახებ წარმატებას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია და 2020 წლიდან მზადაა მიიღოს სტუდენტები ორმაგ დიპლომიან პროგრამაზე.

EMaVE პროექტი და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი - სამუშაო შეხვედრები საფრანგეთშისაგულისხმოა, რომ საბაკალავრო პროგრამა „რძის ტექნოლოგია და მენეჯმენტი“ შემუშავდა რენე 1 უნივერსიტეტსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე და ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო პროგრამის - სასურსათო ტექნოლოგიების - ნაწილი იქნება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რენე 1 უნივერსიტეტს შორის.

სიახლეებში დაბრუნება