Erasmus+ სალექციო კურსი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
04/21/2019
25–29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. თეიმურაზ ცაბაძე ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პოლონელ სტუდენტებს წაუკითხა ლექციების კურსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შესავალი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში; ოპერაციები ფაზი სიმრავლეთა მესერზე; ფაზი ოპერატორები, სამკუთხა ნორმები და კონორმები; დეკომპოზიციის თეორემა, ფაზი სიმრავლეთა მიკუთვნების ფუნქციების აგების ხერხები. მან ასევე ისაუბრა ფაზი სიმრავლეთა პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს, ასევე, გათვალისწინებული იყო გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, პროექტების კოორდინატორთან ქ-ნ მონიკა სტანიშთან (Monika Stanisz); კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის ერაზმუს+ პროგრამის დეპარტამენტის კოორდინატორთან, ბ-ნ სლავომირ სამოლეისთან (Slawomir Samolej) და ამავე ფაკულტეტის პროფესორებთან იაცეკ კლუშკასა (Jecek Kluska) და რომან ზაჟდელთან (Roman Zajdel). შეხვედრებზე განიხილებოდა სტუ-სა და ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.



აღსანიშნავია, რომ მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.